“ენერგო-პრო ჯორჯიას” მაღალი ძაბვის სარემონტო ბრიგადები ზემო იმერეთში მუშაობენ

8

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მაღალი ძაბვის სარემონტო ბრიგადები ზემო იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე “კაცხი” ავარიული კერები დაფიქსირდა. აღნიშნული ხაზი ელექტროენერგიით ამარაგებს მთლიანად საჩხერისა და ჭიათურის რაიონებს. მომავალ სადღესასწაულო დღეებში, აღნიშნულ რაიონებში ავარიული შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ატარებენ კომპლექსურ სარემონტო სამუშაოებს.

წუხელ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ შემწყდარა, რადგან მათი ენერგომომარაგება ალტერნატიული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზ “შქმერი”-ით ხორციელდებოდა. სამუშაოები გაგრძელდება ავარიული წერტილების სრულ რეაბილიტაციამდე.

Comments
Loading...