Cybertruck-ის წარუმატებელი პრეზენტაციის შემდეგ, ილონ მასკმა 768 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა

11

კომპანია Tesla-ს აქციები, ახალი, ბრონირებული ელექტროპიკაპის Cybertruck-ის პრეზენტაციის შემდეგ, 6%-ით დაეცა. ამის შედეგად კი, კომპანიის დამაარსებლის და გენერალური დირექტორის ილონ მასკის ქონება 768 მილიონი აშშ დოლარით, 23,6 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ Forbes წერს.

პრეზენტაციამ, რომელიც არც ისე კარგად ჩატარდა, ინვესტორების ნდობა ვერ მოიპოვა. პრეზენტაციის დროს, ილონ მასკმა, მანქანის კონსტრუქტორს ფრანც ფონ ჰოლცჰაუზენს მიმართა, რომ ელექტროპიკაპის ბრონირებული შუშის გამძლეობის დემონსტრირება მოეხდინა, თუმცა, როდესაც ფრანცმა, რამდენიმე მეტრის დაშორებით მინას მეტალის ბურთულები ესროლა, შუშა გაიბზარა. მასკმა ამაზე განაცხადა, რომ არ იცის, თუ რატომ მოხდა ასე და განაცხადა, რომ კომპანია ყველაფერს გამოასწორებს.

Cybertruck-ის პრეზენტაცია 22 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში შედგა. ავტომობილის კორპუსი ზეგამძლე, უჟანგავი მეტალისგან არის დამზადებული, ხოლო მანქანის შუშები ბრონირებულია. პრეზენტაციის განმავლობაში მანქანამ უროს რამდენიმე დარტყმას გაუძლო.

ავტომობილის სამი ვერსია გაიყიდება. მათგან ყველაზე იაფფასიანის ღირებულება 39 900 აშშ დოლარი იქნება, ორძრავიანის – 49 900 აშშ დოლარი, ხოლო სამძრავიანის – 69 900 აშშ დოლარი. Cybertruck-ის წარმოება 2021 წლის მიწურულს დაიწყება.

Comments
Loading...