“ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში ცვლილებები მედიას არ ეხება”

11

“ინფორმაცია თითქოს “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი.” – კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური განმარტებას აკეთებს გუშინ, სხვადასხვა მედიასაშუალებებოთ გავრცელებულ ინფორმაცისათან დაკავშირებით, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კომუნიკაციების კომისიას, მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, მაუწყებლებში სპეც მმართველის დანიშვნის უფლება მიეცემოდათ.

კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის განმარტებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება “მაუწყებლობის შესახებ” კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან.

აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

ელექტრონული კომუნიკაცირბის სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრინული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის , ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან. ” – ასეთია ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის პრესამსახურის განმარტება .

Comments
Loading...