ეთიოპიის ავიაკატასტროფის შემდეგ, Boeing-ი ლაინერ 737 MAX-ის პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებს

8

ამერიკული კორპორაცია Boeing, უახლოეს რამდენიმე კვირაში ლაინერ 737 MAX-ის პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე კომპანია აღნიშნული თვითმფრინავების ორი კატასტროფის მერე მივიდა. 2018 წლის ოქტომბერს ლაინერი Lioh Air კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროზე ჩამოვარდა, რასაც მაშინ 189 ადამიანი ემსხვერპლა. 10 მარტს კი, ლაინერმა ეთიოპიაში განიცადა კატასტროფა, რასაც 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი ემსხვერპლა.

კომპანიაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მათი სპეციალისტებიც მუშაობენ ეთიოპიაში, შემთხვევის ადგილას. ამ ეტაპზე კატასტროფის გამომწევი მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737 Max 8 კატასტროფა 10 მარტს, ადის-აბების აეროპორტიდან აფრენის შემდეგ განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 149 ადამიანი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ყველა დაიღუპა. დაღუპულები 35 ქვეყნის მოქალაქეები არიან.

Comments
Loading...