ევროსაბჭოს ხელმძღვანელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დეკემბერში აანონსებს

6

ევროსაბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დეკემბერში გაახანგრძლივებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც არგენტინაში, G20- ის სამიტზე ჟურნალისტებს დონალდ ტუსკმა განუცხადა,  ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მომავალ თვეში გაგრძელდება.

“დიდი ოცეულის” სამიტი 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, არგენტინის დედაქალაქში ტარდება.

მანამდე ევროსაბჭოს ხელმძრვანელმა აზოვის ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო რუსეთის ქმედებები დაგმო. დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

Comments
Loading...