ევროსაბჭომ ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის 800 მილიონი ევრო გამოყო

7

ევროსაბჭომ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებში ენერგეტიკის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 800 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

“დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ევროსაბჭოს წინადადებას, რომელიც ევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 800 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. დაფინანსება გამოიყოფა ფონდიდან “გაერთიანებული ევროპა” (CEF)”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრიორიტეტული იქნება ის პროექტები, რომლებიც ზრდის კონკურენტუნარიანობას, ევროკავშირის ენერგომომარაგებას და აგრეთვე ზრუნავს გარემოს დაცვაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოყოფილი რესურსი მოხმარდება 14 ენერგეტიკული პროექტის რეალიზაციას. ევროსაბჭო აგრეთვე მხარს დაუჭერს ბალტიის მილსადენის პროექტს, რომლის ღირებულებაც 215 მილიონი ევროა.

Comments
Loading...