ევროპულ ბირჟებზე პირველადი საჯარო შეთავაზების საუკეთესო მაჩვენებელი ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დადეს

19

2018 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ევროპულ ბირჟებზე განხორციელებულმა პირველადმა საჯარო შეთავაზებებმა (IPO), მიახლოებით 37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის იანვარი-სექტემბრის ანალოგიური მონაცემებით კი, აღნიშნულმა თანხამ 44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წელს, საკუთარი IPO-ს (Initial Public Offering – პირველადი საჯარო შეთავაზება) საუკეთესო მაჩვენებელი ევროპულ ბირჟებზე ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დადეს. დეველოპერებისთვის და ფინანსური კომპანიებისთვის კი წელს საუკეთესო სიტუაცია ნამდვილად არ არის. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს ექსპერტების მოსაზრებით, მთლიანობაში, არც ევროპული საფონდო ბაზრებია კარგ დღეში. Bloomberg-ის ექსპერტები აგრეთვე არ გამორიცხავენ, რომ 2019 წელმა ინვესტორებს შესაძლოა ახალი, უსიამოვნო სიურპრიზები მოუტანოს. მათი ვარაუდებით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალი, ვინმესთვის შესაძლოა ბირჟაზე გასვლის ბოლო შესაძლებლობა იყოს.

Comments
Loading...