- Advertisement -

ევროპა აშშ-სგან დამოუკიდებელი საფინანსო სისტემის შექმნის იდეას განიხილავს

32

ევროპელმა პოლიტიკოსებმა აშშ-სგან დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის შექმნაზე დაიწყეს საუბარი. ინიციატივის მიზანი აშშ-ის სანქციებისგან ევროკავშირის ბიზნესის დაცვაა, მათ შორის რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.

გერმანიისა და საფრანგეთის პოლიტიკოსებმა უკვე დაიწყეს აშშ-სგან დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის შექმნაზე ფიქრი. ამ ნაბიჯით, ევროკავშირი დაიცავს საკუთრ ბიზნესს ამერიკის სანქციებისგან, პირველ რიგში ირანის წინააღმდეგ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

პირველად ამ ინიციატივის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა, საკუთარ სტატიაში, გაზეთ Handelsblatt-ში დაწერა. სტატიაში მან განაცხადა, რომ ევროპამ აშშ-ს არ უნდა მისცეს უფლება, მასთან შეუთანხმებლად, ან მათ ხარჯზე რაიმე მოიმოქმედოს.

"ჩვენ უნდა გავამყაროთ ევროპული ავტონომია აშშ-სგან დამოუკიდებელი საგადასახადო სისტემის შექმნის ხარჯზე… ევროპამ სავაჭრო, ეკონომიკურ და საფინანსო პოლიტიკაში  საკუთრი დამოუკიდებლობა უნდა გაამყაროს."-აცხადებს მინისტრი. 

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის თქმით, საფრანგეთმა და გერმანიამ მტკიცედ გადაწყვიტეს ფრანგულ-გერმანული საფინანსო სისტემის შექმნა, რომელიც აშშ-ის სანქციებისგან დაიცავდა მათ.

"მინდა, რომ ევროპა სუვერენული კონტინენტი იყოს და არა ვასალი. ამისთვის კი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი საფინანსო სისტემაა საჭირო, რომელიც დღეს არ არსებობს"- აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკები იქნება ჩართული.

სისტემა, რომელზეც ახლა ევროპელი პოლიტიკოსები ალაპარაკდნენ, ირანში არსებული წამყვანი ბიზნესკომპანიების დაცვისკენაა მიმართული. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დააანონსა მუშაობის შეჩერება.

Comments
Loading...