ევროკავშირმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა 600 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი ევრო გამოყო

30

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დათანხმდა გაეცა 30 მილიონი ევროს ოდენობის სესხი თიბისი ბანკისთვის (საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი), მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელიც ქვეყანაში აქტიური კომპანიების 90% -ზე მეტს წარმოადგენს, ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრები გამოიყოფა ევროკავშირის “ევროკავშირი ბიზნესისთვის” ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). სესხი პოტენციურად სარგებლობას მოუტანს საქართველოს 600-მდე მცირე და საშუალო საწარმოს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა: “ევროპისსაინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის წყალობით, საქართველოს მცირე და საშუალოსაწარმოები გააუმჯობესებენ თავიანთ წვდომას გრძელვადიანად ხელმისაწვდომფინანსებზე, რაც მათი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის წინაპირობაა. თიბისიბანკისთვის ჩვენი მეოთხე სესხი ფინანსებზე უკეთესი წვდომის საშუალებით პოტენციურად დაახლოებით 600 მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას დაეხმარება. იმედი გვაქვს, ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკის ზოგადგანვითარებას “.

“ჩვენ ვამაყობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, თიბისი ბანკის გრძელვადიანპარტნიორთან, ასეთი წარმატებული ურთიერთობით. ეს უკვე მეოთხე ტრანსაქციაა, რომელიც 2012 წელს ჩვენი პარტნიორობის დაწყების შემდეგ წარმატებითგანვახორციელეთ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენმა ორგანიზაციებმა ნამდვილი ეფექტურიურთიერთობები დაამყარა. ეს შესაძლებლობა დაეხმარება თიბისი ბანკს, გააძლიეროსთავისი წამყვანი პოზიცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტში “, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეოთხე ოპერაცია თიბისი ბანკთან და ამ ქართულ ინსტიტუტთან ევროკავშირის ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება. 2011 წლიდან თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების თანხებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 85 მილიონი ევრო გახადა ხელმისაწვდომი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი შეიძლება გაერთიანდეს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სასესხო პორტფელის გარანტიებთან, რომლებიც შარშან გაგრძელდა თიბისი ბანკთან ორი ინსტრუმენტის საშუალებით და ასევე ხელი შეეწყო “ევროკავშირი ბიზნესისთვის” ინიციატივის მიერ: “ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის (InnovFin)” პორტფელის გარანტია, რომელიც ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებდა და თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის (DCFTA) ინიციატივის აღმოსავლეთის პორტფელის გარანტია, რომელმაც მცირე ბიზნესებს დამატებითი დაფინანსების საშუალება მისცა. მთავარი ამოცანაა თიბისი ბანკს მიეცეს საშუალება გაზარდოს დაფინანსება შეღავათიანი პირობებით მცირე და საშუალო კომპანიების უფრო ფართო ჯგუფებისთვის, რომელთაც სხვაგვარად ბანკის სესხებზე შეზღუდული წვდომა ექნებოდა.

Comments
Loading...