ევროკავშირმა, არაწევრი ქვეყნებიდან ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის იმპორტირება შეწყვიტა

8

1 სექტემბრიდან ევროპელმა იმპორტიორებმა უარი თქვეს ზოგიერთი ხილის და ბოსტნეულის იმ ქვეყნებიდან შეძენაზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

ევროკავშირის გადაწყვეტილება ეხება ვაშლს, მსხალს, პომიდორს, ბადრიჯანს, წიწაკას და ა.შ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა 21 მარტს მიიღო. შესაბამისი განცხადება ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ევროკავშირმა ეს ნაბიჯი გადადგა, რადგან თავი დაეზღვია მავნებლებისგან, რომლებიც შესაძლოა ამგვარად კავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.

ამ ეტაპზე, ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, უნდა დაადასტურონ, რომ მათ პროდუქციაში არ შედის ბრძანებულებაში აღნიშნული მავნებლები.

Comments
Loading...