ევროკავშირი უკრაინას ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

35

უახლოეს მომავალში უკრაინამ შესაძლოა ევროკავშირისგან 1 მილიარდი ევრო მიიღოს. აღნიშნული თანხა ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის დასტაბილურებისთვისაა საჭირო, აცხადებენ კიევში. მანამდე, ბრიუსელმა უკრაინას 3 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო.

უახლოეს მომავალში უკრაინა ევროკავშირთან მიკროსაფინანსო დახმარებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერს. ამის შესახებ უკრაინის წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნიკოლაი ტოჩიცკიმ განაცხადა.

შეთანხმებაში საუბარია 1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.

"არის პროგრესი, არის ასევე გარკვეული პირობები, თუმცა აღნიშნულ პირობებს ვერ გავამხელ, სანამ შეთანხმებაზე ხელი არ იქნება მოწერილი. ხოლო ეს უახლოეს მომავალში მოხდება."-აცხადებს ტოჩიცკი.

მაისის ბოლოს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე ორი წლით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ივლისში შევიდა. ევროკავშირი უკრაინას ფულს მესამედ გამოუყოფს. მანამდე ბრიუსელმა უკრაინას 2014 წელს 1,6 მილიარდი, 2015 წელს კი 1,8 მილიარდი ევრო გამოუყო.

Comments
Loading...