ეგვიპტურმა ავიაკომპანიამ EgyptAir ბაღდადში ფრენების შეჩერების შესახებ განაცხადა

8

ეგვიპტის ნაციონალურმა ავიაკომპანიამ EgyptAir, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, მგზავრების უსაფრთხოების გამო ფრენები შეაჩერა. ფრენები 8 იანვარს შეწყდება, რაც მინიმუმ სამ დღეს გასტანს.

ბაღდადში ფრენების შეწყვეტის აუცილებლობა კომპანია EgyptAir-მა იმით ახსნა, რომ ავიაკომპანიას სურს, თავისი მგზავრებისთვის და თვითმფრინავებისთვის უსაფრთხოება მანამ უზრუნველყოს, სანამ ქალაქის უსაფრთხოების საკითხი ნორმაში არ მოვა.

2020 წლის დასაწყისში, ერაყში ფრენების შეჩერების შესახებ აგრეთვე განაცხადა ახლო აღმოსავლურმა შემდეგმა ავიაკომპანიებმა: იორდანულმა Royal Jordanian და ბაჰრეინულმა Gulf Air-მა.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვრის ღამეს, აშშ-ის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ირანი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია განხორციელდა.

Comments
Loading...