- Advertisement -

ეგვიპტე უცხოური ბუნებრივი გაზის იმპორტზე უარს ამბობს და თავისით გამომუშავებაზე გადადის

8

ეგვიპტე ბუნებრივი აირის იმპორტს აღარ განახორციელებს. ამის შესახებ ქვეყნის ნავთობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ტარიკ ალ-მულამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა საკუთარი მოხმარებისთვის საჭირო ბუნებრივი აირის მოცულობის გამომუშავებას თავად უზრუნველყოფს და აღარ საჭიროებს უცხოეთიდან მის იმპორტირებას.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ეგვიპტეს სურს გახდეს თხევადი ბუნებრივი გაზის ბაზრის ცენტრი რეგიონში. ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში გაიხსნა მსხვილი საწარმოები.

სექტემბერში ეგვიპტე, ბუნებრივი აირის გამომუშავების მხრივ, დღეში 6,6 მილიარდ კუბურ ფუტზე ავიდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ივნისში, აღნიშნული მაჩვენებელი დღეში 6 მილიარდ კუბურ ფუტს შეადგენდა.

2018 წლის თებერვალში, სანავთობო კომპანიამ DEA Deutsche Erdoel, რომელიც LetterOne-ის ჯგუფში შედის, განაცხადა, რომ ეგვიპტეში, ნავთობის მოპოვებაში, სამი წლის განმავლობაში 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

Comments
Loading...