დღეს, 5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე წყალსადენის ახალ ქსელზე გადარეთებითი სამუშაოები ჩატარდება

12

ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მოეწყო.

„ჭავჭავაძის გამზირირზე gwp წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ჭავჭავაძეზე წყლისა და წყალარინების 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება. პროექტში gwp 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს” – განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, gwp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

კომპანია დღეს,  5 ივლისს ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე პირველ გადაერთებით სამუშაოებს განხორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც,  დღეს, 5 ივლისს დილის 09:00 საათიდან  6 ივლისს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირს, ალექსიძის, მცხეთის, ტაბიძის, ფალიაშვილის, ატენის და მიმდებარე ქუჩებს; კოსტავას და პეკინის ქუჩების ნაწილს; ჭოველიძის, მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახითმიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით- http://www.gwp.ge 

Comments
Loading...