დღეიდან აფხაზეთს ენგურჰესიდან ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

16

“ენგურჰესის” მუშაობის გაჩერების თავიდან ასაცილებლად, დღეს მთლიანად აფხაზეთს, 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება.

როგორც “საქმიანი დილის” ეთერში “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხადა, ამ შეზღუდვით დღეში მილიონ ასი ათასი კილოვატი საათი დაიზოგება, რაც მანამ გაგრძელდება, სანამ წყლის დონე “ენგურჰესში” მატებას არ დაიწყებს, რაც, ლევან მებონიას განცხადებით, შესაძლოა აპრილის დასაწყისში მოხდეს.

“აფხაზეთი მოიხმარებს თითქმის 85% მთელი თბილისის მოხმარებისა. ძალიან არის მოხმარება გაზრდილი, ეს ფაქტია. ძირითადად ეს ხდება ზამთრის პერიოდში, და ძირითადი მომხმარებელი ამ ენერგიისა არის გათბობა. გათბობა, ცხელი წყალი, უკონტროლო ხარჯვა…

კიდევ ერთი ალტერნატივა არის რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდება, თუმცა ეს საკითხი ჯერ არ არის შეთანხმებული.” – აცხადებს მებონია.

Comments
Loading...