დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი კანდიდატი წარადგინა

8

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში დევიდ მელპასი წარადგინა. ამის შესახებ CNN წერს.

“დღეს პატივი მაქვს, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი მეგობარი წარვადგინო – ბატონი დევიდ მელპასი”, – განაცხადა ტრამპმა.

მელპასს თავისი ამჟამინდელი პოსტი 2017 წლის სექტემბრიდან მოყოლებული უკავია. იგი ცნობილია თავისი კონსერვატიული შეხედულებებით. აქამდე მელპასმა გააკრიტიკა მსოფლიო ბანკი და განაცხადა, რომ მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციები მომრავლდნენ, რაც, მისი თქმით, უკვე ძალიან შემაშფოთებელია.

მსოფლიო ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმ იონ კიმმა პოსტი 1 თებერვალს დატოვა. მის მოვალეობებს კი ამ ეტაპზე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ასრულებს.

Comments
Loading...