დონალდ ტრამპი: ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის

4

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ამერიკისა და ჩინეთის მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომტან დაკავშირებით ძალიან კარგად მიდის. შესაბამისი განცხადება მან თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა.

“ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის”, – წერს ტრამპი.

იგი კვლავ აღნიშნავს, რომ პეკინს სურს, სავაჭრო მოლაპარაკებები აწარმოოს არა შტატების ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან, არამედ მათთან, ვინც ქვეყნის სათავეში 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოვა. ტრამპი აგრეთვე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მომავალ წელსაც იგი გაიმარჯვებს არჩევნებში, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება გაცილებით გამკაცრდება.

Comments
Loading...