დონალდ ტრამპი: ჩინეთთან ნამდვილი გარიგება გაფორმდება, ან არაფერი იქნება

7

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ჩინეთთან სავაჭრო ომის დასრულებისა და “ნამდვილი გარიგების” გაფორმების სჯერა, რადგან პეკინს ტარიფების ზრდა არ სურს. ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა ულტიმატუმი წამოაყენა: ან მხოლოდ “ნამდვილი გარიგება” იქნება, ან საერთოდ არაფერი.

“ჩვენ ჩინეთთან ნამდვილ გარიგებას გავაფორმებთ, ან საერთოდ არაფერი იქნება. ამ შემთხვევაში, ჩინეთისგან აშშ–ში ჩამოტანილ საქონელზე სავალდებულო გადასახადს დავაწესებთ”, – დაწერა ტრამპმა Twitter- ზე.

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ შეთანხმება ახლა ან უახლოეს მომავალში შედგება. “ჩინეთს ახალი ტარიფები არ სურს”, – დასძინა ტრამპმა.

Comments
Loading...