დისტანციის დაცვისთვის, მუნიციპალურ სივრცეებში მდებარე ღია კაფეებს, შეუძლიათ დამატებითი მუნიციპალური ფართობები გამოიყენონ

9

“ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ მიმდებარე არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობები”- ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეს მინდა ერთ-ერთი გადაწყვეტილება გაგაცნოთ, რომლის შესახებაც კონსულტაციები მქონდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან.

პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ მიმდებარე არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობები და მაგიდები განალაგონ ასეთ ადგილებში. “-განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Comments
Loading...