დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს ოთხ ქალაქში მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება

530

„2017 წელს, თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, გორში და თელავში აშენდება,“ – აღნიშნულის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები,რომელიც საქართველოს ოთხ ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს. რაც ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ფეხბურთის და რაგბის სტადიონების განახლებას თბილისში, რუსთავში და ქუთაისში,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Comments
Loading...