დიდი ბრიტანეთი Huawei-ს, 5G-ს ინფრასტრუქტურაზე მუშაობას შეუზღუდავს

22

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კომპანია Huawei-ს ქვეყანაში 5G-ის ქსელების განლაგების უფლება მისცა, თუმცა ამავდროულად მისთვის შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანიას აეკრძალება ქვეყანაში 5G ქსელის ფუნდამენტურ ობიექტებზე მუშაობა, მისი მოწყობილობის გამოყენება აკრძალული იქნება სამხედრო ობიექტებზე, ატომურ ელექტროსადგურებზე და სეისმოლოგიურ კომლექსებზე. გარდა ამისა, Huawei-ს წილი 5G ბაზრებზე და ბოჭკოვანი კავშირი დიდ ბრიტანეთთან 35%-ით იქნება შეზღუდული.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან. აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები ინფორმაციებს ალიანს „ხუთი თვალის“ ფარგლებში ცვლიან. იქიდან გამომდინარე, რომ დონალდ ტრამპი Huawei-ს ჩინეთის სპეციალური სამსახურების ინსტრუმენტად აღიქვამს, მან ალიანსის ქვეყნებს 5G ქსელთან ჩინური კომპანიისთვის წვდომის აკრძალვისკენ მოუწოდა.

The New York Times-ი კი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გაავრცელა მუქარა, რომლის მიხედვითაც შეწყდება იმ ქვეყნებთან, რომლებიც კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობენ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა შეწყდება.

Comments
Loading...