დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლის იმპორტი 12.8%-ით გაიზარდა

13

2019 წლის დეკემბერში საქონლის იმპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეგიონის ქვეყნებიდან მატების მაღალი ტემპით გამოირჩეოდა რუსეთიდან და თურქეთიდან იმპორტი.

იმპორტმა მოიმატა აშშ-დან და ავსტრალიიდან. გაზრდილია ასევე ჩილედან იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების გავლენით, რომლის უმეტესი ნაწილი რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი.

საყურადღებოა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ბულგარეთიდან და საფრანგეთიდან იმპორტის შემცირებას უკავშირდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანიდან იმპორტი შემცირდა ნავთობპროდუქტებისა და ელექტოენერგიის იმპორტის კლების გამო, ხოლო სომხეთიდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების კლების გავლენით.

2019 წლის დეკემბერში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა და აშშ. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 68 პროცენტი მოდიოდა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

Comments
Loading...