დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 685.8 მლნ ლარით გაიზარდა

11

2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 685.8 მლნ ლარით გაიზარდა და 31.56 მლრდ ლარს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 20.6 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 15.4 პროცენტი იყო.

საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მატებამ. საკრედიტო პორტფელის 87.9 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 57.4 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული.

მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.5 პროცენტს შეადგენდა.

Comments
Loading...