დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 20.7 მლნ ლარით შემცირდა

6

2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 20.7 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა და 26.3 მლრდ ლარს გაუტოლდა.

2018 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 14.0 პროცენტით არის გაზრდილი.

სადეპოზიტო ვალდებულებების კლებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების კლებამ.

Comments
Loading...