დეკემბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 770.6 მილიონი ლარით გაიზარდა

6

დეკემბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 770.6 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,454.6 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთმა წინა თვესთან შედარებით მოიმატა 150 მლნ ლარით და 2,270 მლნ ლარს შეადგენს. დეკემბრის თვეში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის შეიცვალა 258 მლნ ლარით 468 მლნ
ლარამდე. საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 408 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 3,138 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მოცულობა 75.4 მლნ ლარით გაიზარდა.

მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 94.8 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 21.3 მლნ ლარით შემცირდა. 1.9 მლნ ლარამდე გაფართოვდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

Comments
Loading...