დეკემბერში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 328.8 მილიონი ლარით გაიზარდა

7

დეკემბერში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 328.8 მლნ ლარით (2.3 პროცენტით) გაიზარდა და 14.48 მლრდ ლარს
გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დეკემბერში 292.5 მლნ აშშ დოლარით (4.9 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.21 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.5 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 89.4 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

დეკემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 127.1 მლნ ლარით შემცირდა და 364.9 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.1 პროცენტი იყო.

ვადაგადაცილებული სესხების 41.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.2 პროცენტს გაუტოლდა.

Comments
Loading...