დარჩენილ თვითდასაქმებულ 80 000 მოქალაქეს, სახელმწიფო ერთჯერად 300 ლარს უპირობოდ დაურიცხავს

7

„მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ დარჩენილ 80 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდება თხოვნა და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„თვითდასაქმებულებს მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდი განმავლობაში საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა  საქართველოს მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთის.

რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ 170 ათასმა მოქალაქე ვისაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ დარჩენილ 80 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდება თხოვნა და დაერიცხოს ეს ერთჯერადი 300 ლარი“.

Comments
Loading...