- Advertisement -

დაისვენე, გაჯანსაღდი, ისიამოვნე – სასტუმრო კომპლექსი მარდი პლაზა

2 226

ზაფხული დასვენების საუკეთესო დროა, თუმცა წლის ნებისმიერ მონაკვეთში ბათუმში ჩამოსვლას თუ გეგმევთ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ სასტუმრო კომპლექსი მარდი პლაზა, რომელიც საუკეთესო პირობებს ხელმისაწვდომ ფასად შემოგთავაზებთ.

სასტუმრო მარდი პლაზა ჭავჭავაძის #5-ში მდებარეობს. ეს ადგილი ბათუმელებისა და დამსვენებლებისთის ქალაქის ერთგვარ ათვლის წერტილად იქცა თავისი ადგილმდებარეობის და ხალხმრავლობის გამო. იგი უნიკალური კომბინაციაა, როგორც საცალო ვაჭრობის, ასევე საცხოვრებელი და საოფისე ფართების, აქ ფუნქციონირებს: სავაჭრო ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, ოლიმპიური სტანდარტის მქონე საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი, ბრენდული ტექნიკისა და ტანსაცმლის მაღაზიები და სხვა სერვისები. ამრიგად, სასტუმროს მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს მისთვის საჭირო და აუცილებელი მომსახურება.

თავის მხრივ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საუკეთესო სერვისს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს ადგილობრივებსა თუ ვიზიტორებს მუდმივად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული.

„ჩემთვის და სრულიად სასტუმროს მენეჯმენტისთვის, მომხმარებელი და მისი სურვილები სამუშაო სტრატეგიის მთავარი გზამკვლევია.“ ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი სოფია ფოფხაძე.

სასტუმრო მარდი პლაზა კორპორატიული და გრძელვადიანი ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს, როგორც ტურისტულ კომპანიებს, ასევე მცირე ჯგუფებსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს.

მიმდინარე ტურისტული სეზონის განმავლობაში სასტუმროს მომხმარებლებისთვის სამჯერადი კვება ნომრის ღირებულებაზე მხოლოდ 20 ლარის დამატებით არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, შეთავაზებას საინტერესოს ოლიმპიური სტანდარტის მქონე აუზი ხდის, რომელიც, იმით არის განსაკუთერბული, რომ მას მოძრავი სახურავი აქვს, რომელიც ამინდის შესაბამისად იღება და იხურება. ცურვის დროს სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ ბათუმის ცის ხედით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. ჩვენთან ხშირად იმართება სინქრონული ცურვის და წყალბურთის საქართველოს და საერთაშორისო ჩემპიონატები.

აქვეა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, რომელიც თავის წევრებს სთავაზობს მომსახურების დიდ სპექტრს, თანამედროვე სპორტულ დარბაზს, აკვა აერობიკას, საუნასა და ჯაკუზს (დამატებითი სერვისები: მასაჟი, ფიტნეს ინსტრუქტორი, ცურვის ინდ. გაკვეთილები). ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მიიღოს მზის აბაზანა მარდი პლაზას ვერანდაზე, ძველი, ისტორიული ბათუმის ულამაზესი ხედების ფონზე.

მარდი პლაზა კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება თავის ერთგულ მომხმარებლებს, მათ შორის ალტერნატიულ სერვისებს, მაგალითად როგორიცაა: კონტაქტური – ანიმატორული ოთახი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი 100 ადამიანზე, ბარის მომსახურება და სხვ. აირჩიეთ მარდი პლაზა ინდივიდუალური თუ ჯგუფური ვიზიტებისთვის, დაისვენეთ, გაჯანსაღდით და ისიამოვნეთ. 

Comments
Loading...