- Advertisement -

დავით ჭიჭინაძე: ვალუტის კურსის უკონტროლო პარპაში კიდევ გაგრძელდება

6

“სანამ საქართველოში იქნება ბანკების არაპროფილური საქმიანობა ვალუტის უკონტროლო პარპაში კიდევ ვერ შეიცვლება”, – განაცხადა უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “აიპრესთან” ვალუტის კურსზე საუბრისას განაცხადა.

“სანამ ჩვენს ქვეყანაში მთავრი იქნება უცხოელი ინვესტორი და ჩვენი ეკონომიკა მიმართული იქნება ინვესტორზე, არ მიიღებენ ანტიდემპინგურ კანონს.

უცხოელი ინვესტორი ერთხელ დებს ინვესტიციას და მერე ფულს ეზიდება საქართველოდან მთელი ცხოვრება. ჩვენ კი მაგის ფუფუნება არ გავქვს! ადგილობრივ ინვესტორს არ ვუფრთხილდებით, ის ადამიანი, რომელიც რაღაცას ჰქმნის ქვეყანაში, ინვესტიციას დებს მას ხელს არ ვუწყობთ. სანამ იქნება დემპინგი საქართველოში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები. სანამ იქნება ბანკების არაპროფილური საქმიანობა ვალუტის უკონტროლო პარპაში კიდევ ვერ შეიცვლება”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

Comments
Loading...