დავით ფერაძე, მინისტრ ნათია თურნავასთან და მის მოადგილეებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა

6

“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 17-18 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და მის მოადგილეებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ეკონომიკის და ტრანსპორტის მინისტრებთან და “აზერბაიჯანის რკინიგზის” გენერალურ დირექტორთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნების სრულფასოვან ეკონომიკურ განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო – ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციაზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას.

Comments
Loading...