- Advertisement -

დაბა სტეფანწმინდას 8 ნოემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

5

მიმდინარე წლის 8 ნოემბრის დილის 11:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძოდ, დაბა სტეფანწმინდას გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 8 ნოემბრის 15:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...