გუშინ გაიმართა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება

8

შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს.

გამომსვლელებმა აღნიშნეს:

1. მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ.

2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასითს;

3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა ექიმების დაკავება, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.

სხდომაზე გადაწყდა რომ მოხდეს სამედიცინო საზოგადოების მობილიზება და დაიგეგმა შემდეგი ღონისძიებები:

1. ორშაბათს 12 საათზე მთელი, საქართველოს მასშტაბით , ექიმები თეთრი ხალათებით გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და გააპროტესტებენ ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

2. სამშაბათს 17 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება ბრიფინგი და აქცია, რათა რეგულირების სააგენტომ გადასინჯოს თავის დასკვნა, რითაც ექიმებს სრულიად დაუსაბუთებლად ბრალად ედებად უკანონო სამედიცინო საქმიანობა;

3. სააპელაციო სასამართლოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართება წინასწარი პატიმრობის გასაჩივრების წარდგენის დღეს.

ამასთანავე გაერთიანება წერილით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს სადაც დასაბუთებული იქნება, რომ NSCP -ის მიხედვით ( სამედიცინო ჩარევის კლასიფიკატორი) სამედიცინო ჩარევის კოდი NASR 99 (სხვა ოპერაცია ხერხემლის სიმსივნის გამო) არ მიეკუთვნება იმ ტიპის ჩარევას , რისი განხორციელების უფლებაც არ ჰქონდა დაკვებულ ვახტანგ ყიფიანს.

Comments
Loading...