გუშინდელი მასშტაბური ხარვეზების შემდეგ, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა სრულყოფილად განახლდა

5

სოციალური ქსელებში Facebook და Instagram მომხდარი მასშტაბური შეფერხებების შემდეგ, სპეციალისტებმა მათი მუშაობა აღადგინეს. ამის შესახებ კომპანია Facebook თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს.

“პრობლემა სრულად გადაჭრილია. ჩვენ 100%-ით დავბრუნდით და უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი ვართ. ყველას დიდ ბოდიშს ვუხდით”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 20 ნოემბერს სოციალური ქსელების მომხმარებლები Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში შეფერხებების შესახებ აცხადებდნენ. სერვის Downdetector-ის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, Instagram-ის მომხმარებელთა 47%-ს პრობლემა შეექმნა სიახლეების ზოლთან დაკავშირებით, ხოლო 30%-ზე მეტი ვერ ახერხებდა საკუთარ გვერდზე შესვლას.

აგრეთვე შეფერხებები იყო Facebook-ის მუშაობასთან დაკავშირებით. მომხმარებელთა 44% საერთოდ ვერ ტვირთავდა გვერდს, ხოლო 33% სხვა ლინკებზე ვერ გადადიოდა. 20%-ს პრობლემები ექმნებოდა სოციალური ქსელის მობილ ვერსიასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეფერხებები ფიქსირდებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Comments
Loading...