გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული

8

გურჯაანის ღვინის ფესტივალი2019 – სახალხო დღესასწაული მეღვინეობის ქალაქში 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი გაიმართება.

მეღვინეობის ქალაქი ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლებს და მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალი სტუმრებს ამ ყველაფერთან ერთად ღვინოსთან შეხამებულ ტრადიციულ კერძებსაც დაახვედრებს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს. წელს, ფესტივალს სტუმრად 10000-ზე მეტი შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი ეყოლება. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia. გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახდეს. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, 10 ათასზე მეტ სტუმარს ელიან მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან.

ფესტივალი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 250-ზე მეტი მეღვინისა და მეწარმის მიერ წარმოებული ღვინო და ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 40-ზე მეტი მეღვინეობის, საგამოფენო, გასართობი, რეკრეაციული, საბავშვო, ახალგაზრდული, სარესტორნო, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სამუზეუმო, სამეწარმეო და სოფლის ნომათის კუთხეები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები უმაპინძლებს მოსულ სტუმარს. მსიკალურ გარემოზე 20-ზე მეტი ადგილობრივი და მოწვეული მუსიკალური ჯგუფი იზრუნებს. მათ შორის, თბილისის ბიგ-ბენდი, ქართული ხმები, ანსამბლი გურჯაანი, ხარება, გუფი ლენდი, ლაუდსპიკერსი დაშ.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა,რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება. წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. ესენი არიან, როგორც მცირე მარნების წარმომადგენლები, ასევე მსხვილი მეწარმეებიც. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. პროცეში ასევე ჩაერთო კერძო სექტორიც. „საქართველოს ბანკმა“ მნიშვნელოვანი პრიზი დააწესა იღბლიანი მეღვინესთვის – გათამაშების გზით, გამარჯვებული მეღვინე გაემგზავრება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის კონფერენციაზე და 4 დღს განმავლობაში გაეცნობა უახლოეს ტექნოლოგიებს,“ – ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი. მისივე თქმით, გურჯაანის უკვე ნელ-ნელა ყალიბდება თავსი ტრადიციაებითა და შესაძლებლობებით მეღვინეობის ქალაქად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ: დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად; მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში; დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები; მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები, ასევე დაუკრავს ბენდი LoudSpeakers-ი და Goofy Land-ი; მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებში, ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში; მონაწილეობა მიიღონ თეატრალიზებულ მსვლელობაში;

„ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მოიწყონ ოჯახური დასვენებაც, აქ არის სპეციალური სივრცე ბავშვებისთვის, იმ ადამინებისთვის რომელბსაც ძალიან უყვართ კახური კერძები. საკუთარი თვალით ნახონ როგორ კეთდება თათარა, თავად ამოავლონ ჩურჩხულა, მიიღონ ღვინის დაწურვაში მონაწილეობა, დააგემოვნონ ტრადიციული ღვინო, მოუსმინონ ფოლკლორულ მუსიკას და ასე აღნიშნონ შემოდგომის დღე კახეთში, “ – აღნიშნავს სონღულაშვილი.

ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული: შემოდგომა კახეთში – აქ წარმოდგენილი იქნება გურჯაანის საჯარო სკოლების (20 სკოლა) მოსწავლეების ნამუშევრები, შემოდგომის, ღვინის და ქვევრის თემატიკაზე. აქვეა ჭაჭის კუთხე, სადაც ფესტივალის ფარგლებში მოხდება არყის გამოხდა და დეგუსტაცია. ბიჭუნათა ანსამბლი „გურჯაანი“ მრავალჟამიერით კიდევ უფრო გაალამაზებს ადგილს, გურგენიძეები კი შეასრულებენ კონტაურს.

სოფლის ნობათი – 50-მდე მოვაჭრეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლიდან ერთ სივრცეში, სადაც იყიდება თაფლი, ჩირი, მწნილი, ხილი, სოფლის ნობათის სრული ასორტიმენტი. აქ თამაშდება თეატრალიზებული სცენა: პაპი, მიყიდე წკაპუნები.

ბავშვთა გასართობი ზონა – აქ იქნება თოჯინების თეატრი, მოეწყობა მინი ატრაქციონების სივრცე, იქნება ე.წ. გარე მოვაჭრეების კუთხე და გაიყიდება ნაყინი, წვენები, ფრიქსები, ვაფლები და სათამაშოები. აქვე იქნება თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურები, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, დიდი დომინო, სახეზე ხატვა, გააფერადე ფიგურები, საქართველოს ფაზლი, ყურძნის სროლა კალათში და შშმ პირების გამოფენა-გაყიდვა.

კვების ლოკაციეაზე წარმოდგენილი იქნება ქართული რესტორნები როგორიცაა „კაჭრეთის ჩემპიონი“, „ნაძვნარი“, „კუდიგორა“ და სხვა. ასევე იქნებიან ვაკის სოსისი, ტაილანდური სამზარეულო, ჰოლიდეი ინი თელავი და სხვები.

თათარაობა – მსულ სტუმარს შესაძლებლობა ექნება გაავლოს ჩურჩხელა, ისწავლოს თათარის მომზადება, ეს უველაფერი კი მუსიკალური ნომრების ფონზე.

ჯანკფუდი – განსაკუთრებული სივრცე, სადაც იქნება თავისუფალი გარემო, ტუკებით, პალეტებით, გაიყიდება ჰოთდოგები, ჰამბურგერები.

ახალგაზრდული სივრცე – მოეწყობა პუფები, ჰამაკები, გაიმართება შეჯიბრი ყურძნის დაწურვაში, იქნება საქართველოს ბანკის მემოგრამი და დღის ბოლოს გაიმართება Loudspeakers-ის კონცერტი.

კახური სუფრა – მწვადი, მჟავის ასორტი, შოთის პური და ყველი – ადგილი სადაც ყველაზე კახურად გაუმასპინძდებიან სტუმრებს.

მეღვინეების სივრცე – მეღვინეობის სივრცეში იქნებიან მხოლოდ მეღვინეები, იქნება საწნახელი და ყურძნის დაწურვა, გაშენებული ვენახი და ფიროსმანის სუფრა. მეღვინე მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. მუსიკალური ნომრების შემდეგ გაიმართება საქართველოს ბანკის ლოტოტრონი და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც შვედეთში გაემგზავრება. შემდეგ იქნება სტუმრების სიტყვით გამოსვლა, „ქართული ხმების ტრიოს“ მუსიკალური ნომრები, ანსამბლი „გურჯაანის“ სიმღერა და შემდეგ გაიმართება გუფილენდის კონცერტი.

ფესტივალი, თბილისის ბიგ-ბენდის შესრულებით დასრულდება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – დავით სონღულაშვილის პატრონაჟით. გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“ , სპონსორი – „საქართველოს ბანკი ბიზნესი“ .

Comments
Loading...