გოცრიძე კომუნიკაციების კანონზე: დაუშვებელია თუნდაც კომპრომისული ვარიანტის მიღებაც კი

9

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“დროებითი მმართველი კომპანიაში ინიშნება მაშინ, როცა იგი ვერ ასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს. სხვა მიზნით მისი დანიშვნა აბსურდია.

კომუნიკაციის სფეროში დროებითი მმართველის დანიშვნა რაღაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გარდა ფინანსურისა, არის უპრეცედენტო მოვლენა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტიდან ამოღებული იქნა ზოგიერთი სადავო ნორმა, მაგალითად, წილის გაყიდვის უფლების მიცემა დროებითი მმართველისათვის, დაუშვებელია ამ კანონის თუნდაც კომპრომისული ვარიანტის მიღება პარლამენტის მიერ.” – წერს რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე.

Comments
Loading...