გოცირიძე: მთავრობაში არ გვყავს ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ამიტომაა საქმე ცუდად ეკონომიკაში და პოლიტიკაშიც

14

ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში, თავის ფეისბუქზე წერს.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მინისტრების ცვლილების პარალელურად არაფერი იცვლება.

“საქართველოს მთავრობაში არ არის არცერთი ეკონომისტი და არცერთი პოლიტიკოსი. ამიტომაა საქმე ცუდად ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც.

პარლამენტში შემოვიდა კანონპროექტი. მიმდინარე წლის აბურდულ-დაბრდულ ბიუჯეტს ამცირებენ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ოდენობით. ვერ მივიღებთ ორ გრანტს და ერთ დიდ უცხოურ კრედიტს ინფრასტრუქტურული მშენებლობისათვის.

ასე ხდება ყოველწლიურად – იცვლებიან მინისტრები, სასიკეთოდ არ იცვლება არაფერი.” – წერს რომან გოცირიძე.

Comments
Loading...