- Advertisement -

გოცირიძე: ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი ბიუჯეტი და ეროვნული ბანკის პოლიტკაა

7

“ეს ბიუჯეტი და ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რეალურად არის ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი. უკვე თავის მართლების უნარიც კი არ აქვთ”, – განაცხადა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “კურიერთან”.

“ეს ბიუჯეტი და ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რეალურად არის ლარის გაუფასურების მთავარი ფაქტორი. უკვე თავის მართლების უნარიც კი არ აქვთ.

წინათ ხან თურქულ ლირას დააბრალებდნენ, ახლა ერთადერთი მოლოდინები შემორჩათ. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს საბიუჯეტო ხარჯები,” – აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარსა და 75 თეთრს აღწევს.

Comments
Loading...