- Advertisement -

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 18 ოქტომბერს გაზმომარაგება შეუწყდება

6

მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის დილის 07:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გორის მუნიციპალიტეტში კერძოდ, თედოწმინდას, ვარიანს, ვარიანის მეურნეობას, საქაშეთს, შინდისს, ყელქცეულს, ფხვენისს, ქვემო ხვითს, ზემო ხვითს, ქვემო ნიქოზს, ზემო ნიქოზს, მეღვრეკსა და ერგნეთს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა ლიცენზიანტის მიერ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 18 ოქტომბრის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...