გლობალური სატელეკომუნიკაციო კომპანია, Oneweb-ი საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარებას სილქნეტთან პარტნიორობით განახორციელებს

19

პარტნიორობის მიზანი რევოლუციური, კოსმოსური კავშირგაბმულობის ქსელის შექმნაა. ამის თაობაზე კომპანია Oneweb-ი თავის ვებ გვერდზე იტყობინება: „Oneweb-მა პარტნიორობა დაამყარა კომპანია სილქნეტთან, საქართველოში მაღალი სიჩქარის სატელიტური ინტერნეტის უზრუნველყოფაზე“.

აღნიშნული პარტნიორობის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მსვლელობსას მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია. 22 იანვარს, ფორუმის ფარგლებში, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, ხელი მოაწერეს საქართველოში და კავკასიის რეგიონში პარტნიორობის შეთანხმებას.

OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში.  ეს, თავის მხრივ, მეტ შესაძლელობებს შექმნის როგორც ინდუსტრიული, ასევე ბიზნესის განვითარების მხრივ ქვეყანაში.

OneWeb-ის მეშვეობით სილქნეტს საშუალება მიეცემა, რომ ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს მიაწოდოს მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მიუწვდომელ ადგილებშიც  კი.

კომპაია OneWeb-ის ვებ გვერდზე, ასევე, მისი აღმასრულებელი დირექტორისა და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი რამიშვილის განცხადებებია ამ პარტნიორობასთან დაკავშირებით:

ადრიან სთექელი, OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორი: „დღევანდელ რეალობაში, როდესაც ბიზნესებს ესაჭიროება მუდმივი კავშირი საინფორმაციო რესურსებთან, მაგრამ ყველგან არ არის სათანადო გეოგრაფია ან საკმარისი რესურსი ძვირადღირებული ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ასაგებად, OneWeb-ის ინოვაციური კავშირგაბმულობის ქსელი საშუალებას მისცემს ყველას ისარგებლოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ გადავდგით პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სილქნეტთან საპარტნიორო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. OneWeb მოწოდებულია უზრუნველყოს ციფრული ტექნოლოგიების საყოველთაო ხელმისაწვდომობა როგორც საქართველოში, ასევე მთელს კავკასიის რეგიონში.“

გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „დავოსი ნათლად გვაჩვენებს, რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფოს და ბიზნესის ლიდერები იკრიბებიან ერთიანი მიზნებით. როგორც საქართველოს წამყვანი მაღალტექნოლოგიური სატელეკომუნიკაციო კომპანია, სილქნეტი მოწოდებულია ჩართოს თანამედროვე, ციფრული საქართველო მსოფლიოს გლობალურ ციფრულ ქსელში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს ჩვენი ძალისხმევა ახალ იმპულსს იძენს OneWeb-თან თანამშრომლობით.“

OneWeb-მა გასული წლის თებერვალში გაუშვა დაბალი ორბიტის დედამიწის თანამგზავრების პირველი რიგი. სულ ახლახანს კი, როგორც იგეგმებოდა, 7 თებერვალს ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან წარმატებით  გახორციელდა კიდევ 34 სატელიტის გაშვება . ეს არის OneWeb-ის პროგრამის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ერთდროულად, მინიმუმ, 30 თანამგზავრის რეგულარულ გაშვებებს OneWeb-ის 650 თანამგზავრისგან შემდგარი პირველი სატელიტური ქსელის შესაქმნელად.

OneWeb-ი თავის მიზანს, მიაწოდოს ინტერნეტი მთელს მსოფლიოს მომავალი თაობის ტექნოლოგიით, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში სილქნეტის მეშვეობით განახორციელებს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოშორებული ადგილებისთვის, სადაც ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ამა თუ იმ მიზეზით, არ არსებობს. ციფრული ტექნოლოგიების საყოველთაო ხელმისაწვდომობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უდავო წინაპირობაა როგორც საქართველოში, ისე მთელს კავკასიის რეგიონში. ამ პარტნიორობის შედეგად, საქართველოში გაჩნდება ციფრული კავშირგაბმულობის დამატებითი წყარო, რომელიც არსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიას კონკურენციას კი არ გაუწევს, არამედ შეავსებს. აღსანიშნავია, რომ სილქნეტისა და OneWeb-ის პარტნიორობა საქართველოსთან ერთად, მთელს კავკასიის რეგიონს მოიცავს.

 

OneWeb-ის პრესრელიზი სილქნეტთან პარტნიორობის შესახებ იხილეთ ბმული https://www.oneweb.world/media-center/oneweb-partners-with-jsc-silknet-to-bring-high-speed-satellite-broadband-services-to-georgia?fbclid=IwAR3rz_AIxCwTNX4XgZSjzNOvJn_qhVT7IsAwm7WR3cASRhb3tAuBKNafmD8

OneWeb-ის პრესრელიზი ორბიტაზე კიდევ 34 სატელიტის წარმატებით გაშვებასთან დაკავშირებით, იხილეთ ბმული https://www.oneweb.world/media-center/oneweb-successfully-launches-34-more-satellites-into-orbit?fbclid=IwAR1sbv-1VIjGt_rkBEQjhUIWJped5gjKRhNP8Pn7wnFIyDiFmcmjOCfDTc0

Comments
Loading...