გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა

7

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პარლამენტში მივიდა. პარლამენტში გიორგი ქობულია საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს.

ღია ფორმატის შეხვედრას ყოფილ მინისტრთან “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დაესწრებიან.

გიორგი ქობულიასთან შეხვედრაზე მისვლას არ გეგმავს საპარლამენტო უმრავლესობა.

ოპოზიციას აინტერესებს, რა გახდა გიორგი ქობულიას გადაყენების მიზეზი, რატომ ჩამოიყვანეს ის საქართველოში და თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ რას ფიქრობს ქართული ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელ მიზეზებზე.

ღია შეხვედრაზე შეთავაზება გიორგი ქობულიას პარლამენტის ექვსმა წევრმა გაუგზავნა.

Comments
Loading...