გიორგი ქობულია: მოვერიდებით პოპულისტურ განცხადებებს და ვისაუბრებთ საქმეზე!

9

ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვების საპასუხოდ პარლამენტში განუცხადა, სადაც ის დამოუკიდებელი დეპუტატების მიწვევით ღია ფორმატით შეხვედრაზე მივიდა.

“მგონი, არ არის გასაკვირი, რომ ჩემი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული. არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია. ამის პრეროგატივა აქვს პრემიერ მინისტრს. მან დაწერა განცხადება”.

მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრთან უთანხმოების კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია.

“იყო მთელი რიგი მიზეზები. ბევრ გადაწყვეტილებას მე მხარს არ ვუჭერდი. მოვისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და ბევრ კითხვაზე პასუხი შეიძლება იქ მიიღოთ”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, პარლამენტარებთან შეხვედრის ძირითადი მიზანი არის ღრმა ტექნიკური განხილვა, რა გაკეთდა 8 თვის განმავლობაში, ასევე მისი ხედვა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, თავს მაქსიმალურად მოვარიდებთ პოპულისტურ განცხადებებს და ვილაპარაკებთ საქმეზე”- თქვა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...