გიორგი ქობულია: არ ვამბობ, რომ პოლიტიკაში მაქვს წასვლა გადაწყვეტილი, მაგრამ არ გამოვრიცხავ

9

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია და ზაფხულის გატარებას საქართველოში გეგმავს და არც პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს.

ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში დეპუტატებთან ღია ფორმატში გამართული შეხვედრის ბოლოს განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე აქვს ბევრი წინადადება და შემოთავაზებები, თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არა აქვს.

“ვაპირებ, დავრჩე საქართველოში. არ ვამბობ, რომ პოლიტიკაში მაქვს წასვლა გადაწყვეტილი, მაგრამ არ გამოვრიცხავ. ზაფხულის გატარებას საქართველოში ვაპირებ” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Comments
Loading...