გიორგი გახარია: სასწავლო წლის დაწყებამდე, 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ

16

„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი, ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი მოქალაქეები, 17 წლამდე ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ და ეს იქნება ბავშვების ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...