გიორგი გახარია: დევნილებისთვის, ბინების უზრუნველსაყოფად დამატებით 150 მილიონი ლარი გამოიყოფა

31

“გამოყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს ლტოლვილთა ბინებით უზრუნველყოფა.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვიდ-19 -ს პანდემიის მართვის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, რათა მათ გაუძლონ კრიზისს.

„გამოყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფა. ესეც იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, რათა მათი მდგრადობა იყოს ძლიერი, მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში, არ განმეორდეს ის უბედურება რაც მოხდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ ბოლო შემოსავალი ქონდათ ბინებში გადახდილი და დღესაც ქუჩაშია დარჩენილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...