გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს: თქვენი ქცევის შედეგად, ორმა უმსხვილესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ დატოვა საქართველო!

23

კომპანია “მაგთიკომი” მფლობელი გია ჯოხთაბერიძე პარლამენტის დარეგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს დაუპირისპირდა.

“ორმა უდიდესმა ტრასნატლანტიკურმა კომპანიამ მიატოვა საქართველო და წავიდა საქართველოდან, აი, როგორც იქცევით, ამის შედეგად მივიღეთ ეს. რატომ მივიღეთ ეს იცით? აღარ უნდა ხალხს ინვესტირების გაკეთება, ორი უდიდესი კომპანია, ერთი, რომელიც შეიწირა სილქნეტმა, კიდევ კარგი, ჯგუფი აღმოჩნდა ქართული, მეორე კომპანიას, ბილაინს უნდა აქედან გასვლა, იმიტომ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად აღარ უნდა აქ ყოფნა, ვერ ყიდის, მყიდველი ვერ იპოვა”, – განაცხადა ჯოხთაბერიძემ.

დიდი ნაღმი”, “კატასტროფა”, “საშინელება სამართლებრივი კუთხით“, „ანტიკონსტიტუციური“ – ასე აფასებენ დარგის ექსპერტები და იურისტები საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებულ ცვლილებებს.პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება.

გარდა ამისა, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

მედიის მფლობელებისა და მედიაექსპერტების მხრიდან გამოთქმული მძლავრი პროტესტის ტალღას მალევე მოჰყვა არანაკლები პროტესტი ავტორიზებული პირების მხრიდან. წერილი, რომელსაც ხელს 8 კომპანიის წარმომადგენელი აწერს, უკვე გაიგზავნა მთავრობისა და პარლამენტის სახელზე.

სასწრაფო წესით ინიცირებული და კიდევ უფრო სასწრაფო წესით დაწერილი კანონი, შესაძლოა ტესტი აღმოჩნდეს მთავრობისთვის ბიზნესისა და კერძო საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით.

სახელმწიფო მმართველის დანიშვნა კერძო კომპანიებში უკვე შეფასდა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის მცდელობად.

Comments
Loading...