“გვჭირდება თქვენი ჩართულობა” – მერია “ცენტრ პოინტის” პროექტებზე დეველოპერებს შეხვდება

4

ამის შესახებ, დედაქალაქია მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, თბილისის მერია “ცენტრ პოინტის” გაჩერებული მშენებლობების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

“ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. დღეს მე მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს – ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, როცა გვჭირდება თქვენი ჩართულობა და თანადგომა.

ამიტომ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, მომავალ კვირას ვგეგმავთ გავაკეთოთ დიდი შეხვედრა და წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დამთავრდეს. და ამ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი ფართები დაიბრუნონ, რაშიც თანხები აქვს გადახდილი. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ”, – აცხადებს კალაძე.

Comments
Loading...