- Advertisement -

გვენეტაძე: სესხის გაცემამ არ უნდა გააუარესოს ადამიანის ფინანსური მდგომარეობა

12

“დაბალშემოსავლიან საზოგადოებაში ჭარბვალიანობის საკითხი არსებობს,სწორედ ამიტომ აუცილებელია ზომების მიღება”,-საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით,დოკუმენტში ნათლად არ ჩანდა, რომ რეგულაციებში ცვლილებები ბიზნესსესხებზე არ აისახებოდა.ასევე მოხდა იურიდიული საკითების დაზუსტება,სესხის მომსახურების კოეფიციენტის გაზრდა.

“სამუშაო ვარიანტი გამოქვეყნდა,ცვლილებების და რაღაც საკითხების დაზუსტება დღესაც მიმდინარეობს.იურიდული საკითების დაზუსტება მოხდა,დოკუმენტში ნათლად არ ჩანდა, რომ ცვლილებები ბიზნესსესხებზე არ აისახებოდა.

სესხის მომსახურების კოეფიცინეტი არის შეცვლილი,გაზრდილია იმასთან შედარებით რაც ადრე იყო.მე ვთხოვე ბანკების ასოციციასაც ,მოკროსაფინანსოებს, გუშინაც გვქონდა შეხვედრა და გუშინ წინაც, რომ გამოვიყოენოთ ეს დღეები, მაქსიმალურად ღია ვართ იმ მთავარი პრინციპის დაცვით,რომ ფიზიკურ პირს სესხის აღებამ არ უნდა გაუუარესოს ფინანსური მდგომარეობა,ადამიანმა უნდა შეძლოს ამ სესხის ნორმალურად მომსახურება.ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი.

ის ცვლილებები, რაც იქნება შემუშავებული აუცილებლად გაითვალისწინებს ამ დებულებას.ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება საქართველოში და მისიის ხელმძღავნელმაც გააკეთა მკაფიო განცხადება,რომ დაბალშემოსავლიან საზოგადოებაში ჭარბვალიანობის საკითხი არსებობს,სწორედ ამიტომ აუცილებელია ზომების მიღება,”-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Comments
Loading...