გერმანიამ “ჩრდილოეთ ნაკადი -2”-ის პროექტთან დაკავშირებით ტრამპის ბრალდებებს უპასუხა

12

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი -2”-ის პროექტის შესახებ ბერლინის პოზიციასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt-ი იუწყება.

“რუსეთისგან გერმანიის დამოკიდებულება არ არსებობს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში”, – განაცხადა მაასმა.

25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დონალდ რამპმა განაცხადა, რომ გერმანია “სრულიად დამოკიდებული იქნება რუსეთზე”, თუ ის თავის კურსს არ შეიცვლის.

აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვების საპასუხოდ, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ მისი არგუმენტები და ფაქტები რეალობას არ შეესაბამება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობის შეფასებით, Nord Stream 2-ის პროქტს პირველ რიგში ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არა პოლიტიკური.

Comments
Loading...