გაცნობის მობილური სერვისი Tinder აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის ინფორმაცია არ გადაუცია

4

აპლიკაცია Tinder-ის სერვისის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, სერვისს არანაირი ინფორმაცია რა გადაუცია რუსეთის ხელისუფლებისათვის.

“ჩვენ დავრეგისტრირდით, რათა შესაბამისობაში ვიყოთ კანონთან. ამასთან, ეს რეგისტრაცია არანაირად არ ნიშნავს მომხმარებლის რაიმე სახის მონაცემების რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემას. ჩვენ რუსეთის ხელისუფლებისთვის არანაირი მონაცემები არ გადაგვიცია”, – აცხადებს სერვისის წარმომადგენელი რუსულ გაზეთ “კომერსანტთან”.

აქამდე, როსკომნადზორმა, კომპანია Match Group, რომელიც ფლობს Tinder-ს, ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორების რეესტრში შეიყვანა.

რუსეთის კანონის მიხედვით, სერვისები, რომლებიც აღნიშნულ რეესტრში აღმოჩნდებიან, იძულებულნი არიან შეაგროვონ, შეინახონ და ეფესბესა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს გადასცენ მონაცემები თავიანთი მომხმარებლების შესახებ, მათ შორის იგულისხმება, მათი მიმოწერაც კი.

მობილური სერვისი Tinder-ის ყოველწლიურმა აუდიტორიამ 2019 წლის მარტში, Mediascope-ის მონაცემებით 185 ათას რუს მოქალაქეს მიაღწია.

Comments
Loading...