გასული წლის ბოლო დღეების განმავლობაში, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2%-ით გაიზარდა

9

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი გასული წლის ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. აღნიშნული მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 54,43 აშშ დოლარი იყო.

მოგვიანებით ზრდა შეფერხდა, თუმცა სავაჭრო ბირჟაზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.

აგრეთვე გაიზარდა WTI-ის მარკის ნავთობის ფასიც, ამ მარკის ფიუჩერსები 2%-ით გაიზარდა და ბარელზე 46,06 აშშ დოლარი შეადგინა.

ნავთობის ფასების ზრდა დაკავშირებულია საფონდო ბირჟების ზრდასთან და აგრეთვე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მინიშნებებთან, რომელიც ჩინეთთან შესაძლო სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ეხება. კერძოდ, ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ სი ძინპინთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

Comments
Loading...